- იდენტობა
- • პიროვნების შესწავლის მეცნიერებაში, პიროვნების არსებითი, განუყოფელი და ძირითადი მეობა; ინდივიდის შინაგანი, საკუთარი თავის შესახებ შემუშავებული სუბიექტური კონცეფცია; საკუთარი თავის იგივეობის განცდა; ტერმინი გამოიყენება მიკუთვნებულობის გამოსახატავად ნებისმიერი ტიპის ჯგუფის მიმართ (მაგ., რასობრივი, ეთნიკური, სქესობრივი,რელიგიური, პროფესიული და სხვა სახის იდენტობა).Source: ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.• შეიძლება განვსაზღვროთ როგორც ცალკეული ადამიანების მიერ ამა თუ იმ კატეგორიასთან საკუთარი თავის გაიგივება.Source: პარტიები და თვითმმართველობა: გზამკვლევი პოლიტიკური პარტიებისთვის /მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი - თბ.: CIPDD, 2007 – 27გვ.
Georgian encyclopedia. 2013.